კოტე კემულარია - „გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენციაა ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის - ეს დიდი ტყუილია

„გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენციაა ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის. ეს კი, ძალიან დიდი ტყუილია, მათ შორის იურიდიული, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეცდომიდან ტყუილებით თავის დაძვრენა შეუძლებელია, თუნდაც დიდი ტყუილებით.

„ახალი ლიდერი“ ხათუნა სამნიძე დღესაც გვიმტკიცებს, რომ ამნისტიის თუნდაც ორი დაპირისპირებული პროექტი არ არის ამ შეთანხმების კრახი. ეს, თურმე „ჯანსაღი პროცესია”.

„გამარჯვების“ ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე“ ამტკიცებს, რომ კონვენცია არის ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის. ეს კი, ძალიან დიდი ტყუილია, მათ შორის იურიდიული. იურისტმა სტუდენტებმაც კი იციან, „გავრილოვის ღამეს ხელისუფლების წარმომადგენლობის მიერ ჩადენილი არის სამოხელეო დანაშაულები, მათ შორის ძალიან მძიმე, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის პირდაპირ კავშირში არაადამიანური მოპყრობის კონვენციის მუხლებთან“, - განაცხადანა მან.

მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმომწერებმა კარგად იცოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ჩაწერა დოკუმენტში: - „ამნისტია შეეხება ყველა დარღვევას”.

„მათ კარგად უწყოდნენ, რომ ამით „ოცნება“ ათანაბრებდა ოკუპაციის გამპროტესტებლებს და მათ დამსჯელ ჯალათებს. მაინც მოაწერეს ხელი, რითაც გზა გაუხსნეს ხელისუფლებას „თავისი ჩადენილი კოლექტიური და მძიმე სამოხელეო დანაშაული“, როგორც მისთვის და მისი ლიდერისთვის ძალიან არასასურველი მოვლენა, ამნისტიით „გადაეფურცლა”. უსამართლობასა და პრიმიტივიზმთან ერთად“, - განაცხადა კემულარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კოლექტიურ ელისაშვილებთან გარიგებისთვის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის დარქმევა, საერთოდ თავხედობა და ერის დაცინვის მცდელობაა.

„საშინელი ამნისტია ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე არა ადექვატური. საკუთარი თავისთვის ეპატიებინოს, რომელიმე ხელისუფლებას მძიმე დანაშაული, ასეთი რამ ჯერ არსად მომხდარა.

კოლექტიურ ელისაშვილებთან გარიგებისთვის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის დარქმევა, საერთოდ თავხედობა და ერის დაცინვის მცდელობაა.

ასევე უკიდურესი ცინიზმია, თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლი ადამიანის, ნიკა მელიას სახელის ძალით მიწებება ამ სახელისუფლებო ძალადობის აქტისთვის“, - განაცხადა კემულარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა