ლევან იოსელიანი გახარიას გუნდის წევრების მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემას „პოლიტიკურ გამოუცდელობას“ უწოდებს

ეს უფრო პოლიტიკურ გამოუცდელობას ჰგავს, ვიდრე სხვა რამეს - გუნდის დატოვებიდან ცოტა დრო გავიდა, რომ ასეთი პერფორმანსი აჩვენო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მხრიდან კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ სურთ გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს ამით საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათი პოლიტიკური გუნდი რეალურად დამოუკიდებელია და "ქართულ ოცნებასთან" არანაირ კავშირში აღარ არის.

რაც შეეხება თავად კუჭავას კანდიდატურას, იოსელიანი მას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს ნებისმიერ კარგ იდეას, მიუხედავად იმისა, თუ "ვის თავში მოიხარშება ის".

“ჩვენ კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ ამ სიტუაციაში უფრო დაბალანსებული, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანია. თუ ვთვლი, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის რაღაც იქნება უკეთესი, მხარს დავუჭერ იმის მიუხედავად, ეს იდეა ვის თავში მოიხარშება, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სწორი იდეა ვის თავში იხარშება, ამ იდეებს ვუჭერ მხარს. რაც შეეხება მათ მოქმედებას, ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ გამოუცდელობას ჰგავს, ვიდრე სხვა რამეს. გუნდის დატოვებიდან ცოტა დრო გავიდა, რომ ასეთი პერფორმანსი აჩვენო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა