რუსეთში კორონავირუსის 7 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 387 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 7 848 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 787 273-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 387 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 109 367-მდე გაიზარდა.

რუსეთში, ვირუსისგან 4 402 678 ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს