ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ აბიტურიენტების კითხვებს საგნობრივი ჯგუფის ხელძღვანელი უპასუხებს

„რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე?“ - ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს აბიტურიენტები დღეს, 28 აპრილს, 15:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელისგან ნანა ლოლაძისგან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

,,ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღია კარის დღეები ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ. 22 აპრილიდან შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება - ყოველი ოთხშაბათი კონკრეტულ საგანს ეთმობა. შეხვედრა უკვე შედგა უცხოური ჯგუფის ხელმძღვანელთან. მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მეტი ინფორმირებულობის მიზნით „ტელესკოლასთან“ ერთად მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლები - ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დეტალურად საუბრობენ კონკრეტული გამოცდის შესახებ და აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ტესტის შინაარსობრივი ნაწილის, ასევე საგამოცდო პროცესის შესახებ. ვიდეორგოლების ნახვა ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზეა შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა