ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრინციპულია, რომ ჯალათები და მათთვის ბრძანების გამცემი პირები მართლმსაჯულებას ვერ გაექცნენ

მოლოდინი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას და კენჭისყრა გაიმართება ისეთ ვერსიაზე, რომელიც საზოგადოებაში შეკითხვებს არ დატოვებს, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპულია, რომ ჯალათები და მათთვის ბრძანების გამცემი პირები მართლმსაჯულებას ვერ გაექცნენ.

,,ჩემთვის მთავარია ამ ვერსიამ გააქროს შეკითხვები. ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჯალათებზე საუბარი და ასევე ბრძანების გამცემები რომ ვერ დაუძვრნენ მართლმსაჯულებას, ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშნველოვანი, რომ ჩაიწეროს, იქნება ეს ორი კანონპროექტი თუ ერთი, რომელზეც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს შევაცვლევინოთ. მე მოლოდინი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას და კენჭისყრას ისეთ ვერსიაზე, რომელიც არ დატოვებს შეკითხვებს საზოგადოებაში“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ორივე კანონპროექტის დარეგისტრირება აღიქმებოდეს როგორც შეთანხმების დარღვევა, სამნიძემ განაცხადა, რომ ,,ეს ასე არ არის“.

,,ეს ასე არ არის, ამაზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის დროსაც შევთანხმდით. ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი და მიღებულ იქნას. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ შეთანხმდეს და მივიდეს ერთნაირ ვერსიამდე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგსთან მთავარი განსახილველი საკითხები ხელშეკრულების პუნქტების ზედმიწევნით შესრულება და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმე იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა