იაგო ხვიჩია - ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, თუ ადამიანებს კონფლიქტი უნდათ, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს მიღმა აკეთონ რაც უნდათ

მე ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, თუ ადამიანებს კონფლიქტი უნდათ, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს მიღმა აკეთონ რაც უნდათ, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ- ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არ სურს ციხეში მყოფი ადამიანი გააკრიტიკოს და ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრებს, როცა მელია ციხეს დატოვებს.

„მე არც ამ კანონპროექტის ინიციატორი ვარ, არც გამწვევი და ჯერ საერთოდ არც კი მინახავს ტექსტი, ისევე როგორც ბატონ ნიკა მელიას. მე გადავწყვიტე, რომ სანამ ბატონი ნიკა არის ციხეში და თან ვიცით, რომ მალე გათავისუფლდება, ამიტომ სანამ ეს არ მოხდება, მე გადავწყვიტე, რომ არ მივაქციო საერთოდ ყურადღება ამ მიმართულებით პროცესებს, რადგან ნებისმიერი ასეთი განცხადება ამწვავებს ამ ამბავს. მე კიდევ არ მინდა კრიტიკა ადამიანის, რომელიც ციხეში ზის, რომ გამოვა, მერე გვექნება ამაზე საუბრის საშუალება. რაღაცით დამთავრდება ეს ისტორია, ან ასე ან ისე, მე უბრალოდ, დიდი ხანია ვერ ვიგებ ამ ისტორიაში ვის რა უნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ვკონცენტრირდე იმაზე, რაც პარლამენტში ხდება, ტექნიკურად გავერკვე და დავხვდე მომზადებული იმ პროცესებს, როცა ჩემი კოლეგები სრულად იქნებიან პარლამენტის დარბაზში.

მე ჩემს კოლეგებზე ოპოზიციიდან მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, ყველაფერი გავაკეთე, დერეფანშიც ველოდებოდი, რომ ესენი შემოსულიყვნენ, ხელი მოაწერეს რაღაცას და გაჩნდა შანსი ამ ქვეყნის შერიგების და გაერთიანების, მე ამ შანსს არ ვაფუჭებ, სულ ამისკენ ვარ მიდრეკილი, ამის მიუხედავად, თუ ადამიანებს არა შერიგება, არამედ კონფლიქტი უნდათ, მე გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს მიღმა აკეთონ, რაც უნდათ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა