თბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

ნაძალადევის რაიონში მდებარე ეროსი მანჯგალაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა.

„მიუხედავად არსებული პანდემიისა და რთული პერიოდისა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვიჩერებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქში ის მასშტაბური სამუშაოები განვახორციელოთ, რომელიც დედაქალაქს ესაჭიროება. ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. ხდება იმ მილსადენების ცვლილება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებით დამეთანხმებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ამ გზით და იციან, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ პირობა გვქონდა მიცემული და შესაბამისად, მისი მოწესრიგება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი.

„წყალმომარაგების, წყალარინებისა და ბუნებრივი აირის ქსელების შეცვლის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი LED სანათებით. შესაბამისად, მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა