ირაკლი ზარქუა - პარტიის პოზიცია ასეთია, კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს

კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, პარტიის პოზიცია ასეთია - არ მგონია, რამე სიურპრიზი დახვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზაქრუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად უნდა დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას.

„პირადად მე მგონია, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს დედაქალაქის მერობის ასე ვთქვათ შეჯიბრებითობაში. პარტიის პოზიციაა ასეთი, რასაც მე ვახმოვანებ, თუმცა, ოფიციალურ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, თვითონ კახა კალაძის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ არ მგონია რამე სიურპრიზი დახვდეს (კახის). არ მსმენია სხვა კანდიდატის შესახებ და არც განიხილება", - განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა