ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე - ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ორივე ერთად არ არის

„მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ამნისტიის კანონთან რელევანტური არ არის. მისი თქმით, ან საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას ან ამნისტიაზე საუბარი გაგრძელდეს.

„ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. წინააღმდეგი არ ვართ, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუმცა, რა თქმა უნდა, ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ორივე ერთად არ არის. ამასთან, საერთოდ გამაოგნებელია ის დამოკიდებულება, რომ თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება მაშინ ამნისტია არ გვინდა. რატომ ვართ მონდომებულები, ძლივს რაღაცაზე შევთანხმდით და რატომ გვინდა ამის რევიზია. ამნისტია ხომ ნიშნავს პაუხისმგებლობისგან ადამიანების გათავისუფლებას, თან შეთანხმებული ვართ, რომ მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება. ვართ მომხრე საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა