მედია - ბულგარეთის პროკურატურა იძიებს რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობას იარაღის საწყობებში მომხდარ აფეთქებებში, სადაც საქართველოსა და უკრაინაში გასატანი საბრძოლო მასალები ინახებოდა

ბულგარეთის პროკურატურა აგროვებს მტკიცებულებებს ქვეყანაში 2011-2020 წლებში იარაღის საწყობებში მომხდარ ოთხ აფეთქებაში რუსეთის ექვსი მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბულგარეთის პროკურატურის პრესსპიკერმა სიიკა მილევამ დღეს განაცხადა.

მისი თქმით, საწყობებში, სადაც აფეთქებები მოხდა, საქართველოსა და უკრაინაში გასატანად განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახებოდა.

”აქამდე შეგროვებული მტკიცებულებები, დიდი სანდოობით, მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მოქმედება მიზნად ისახავდა საქართველოსა და უკრაინისთვის (საბრძოლო მასალების) მიწოდების შეჩერებას. გროვდება მტკიცებულება რუსეთის ექვსი მოქალაქის თანამონაწილეობის შესახებ”, - აღნიშნა მილევამ.

მისი თქმით, პროკურატურამ, შესაძლოა აღნიშნულ აფეთქებებს, ბულგარეთის იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრეტის მოწამვლის მცდელობასა და ჩეხეთში, იარაღის საწყობებში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებს შორის კავშირის არსებობაც განიხილოს.

პროკურატურის პრესსპიკერს არ დაუსახელებია რუსეთის ის ექვსი მოქალაქე, რომელთა შესახებაც მტკიცებულებების შეგროვება ხდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს