ანონსი  29 აპრილი

29 აპრილს, 10:00 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული)

29 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოსმენები „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

29 აპრილს, 11:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მის: დაბა ვაზიანი, IV მექანიზებული ბრიგადა

29 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 აპრილს, 11:00 საათზე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მინისტრი საქართველოში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს.

საკონტაქტო: 599 004599

29 აპრილს, 11:00 საათზე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge

თემა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მარტის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი.

29 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი გაიმართება.

29 აპრილს, 11:30 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვირუსის ახალი შტამი და საფრთხე საქართველოში; მდარედ მიმდინარე იმუნიზაცია; რა შეღავათები გავრცელდება ვაქცინირებულებზე.

მისამართი: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

29 აპრილს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

29 აპრილს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭო გაიმართება.

მის: წერეთლის 144. მეოთხე სართული

პლენარული სხდომის შესვენების დროს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

29 აპრილს, 12 :00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მედია ვებინარს გამართავს. სპიკერი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მარინა თოფურიძე,

თემა: “იმუნიზაციის კვირეული; იმუნიზაცია და COVID19-ის პანდემია; ვაქცინების შემუშავების პროცესი“

ვებინარზე დასასწრები ბმული: https://us02web.zoom.us/j/84760086258?pwd=WkxSR2ZoSlhVbFdZVHprZU56UU1aZz09

ვებინარის ნომერი: 847 6008 6258; პაროლი: COVID19

29 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა