BioNTech-ის თანადამფუძნებელი - Pfizer ვაქცინის 2 დოზის მიღების შემდეგ, დამატებითი ვაქცინაცია 9-12 თვის შემდეგაც იქნება საჭირო

კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი, უგურ საჰინი აცხადებს, რომ Pfizer ვაქცინის 2 დოზის მიღების შემდეგ, დამატებითი ვაქცინაცია 9-12 თვის შემდეგაც იქნება საჭირო.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებიდან ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტი 9-12 თვის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ კი სუსტდება. BioNTech-ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან მისი ეფექტურობა 95%-ს შეადგენს, 6 თვის გასვლის შემდეგ კი 91%-მდე მცირდება. ყოველი მომდევნო თვის შემდეგ კი ეფექტურობა სულ უფრო იკლებს.

საჰინმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო. მისი თქმით, ევროპაში ვაქცინაციის ტემპი ჩქარდება და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა კონტინენტზე აგვისტოს თვეში გახდება შესაძლებელი.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს