თეონა ჭალიძე - მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს

მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, 2020 წლის განმავლობაში თბილისის რაიონული გამგეობების მიერ მიზნობრივი (ერთჯერადი) ფულადი დახმარება 7 558 790 ლარი გაიცა 42 740 პირზე, მათგან 17 330-მდე პირს საერთოდ არ გააჩნია სოციალურად დაუცველის სტატუსი, ეს კი, ჭალიძის შეფასებით, აჩენს კითხვის ნიშნებს, რამ განაპირობა გამგეობების მიერ მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება.

„იყენებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა საბიუჯეტო რესურსებს საარჩევნო მიზნებისთვის? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. ,,სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური სამსახური მუდმივად უწევს მონიტორინგს საარჩევნო წლებში სოციალური პროგრამების განხორციელებას. მხოლოდ თბილისის მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ 2020 წლის განმავლობაში თბილისის რაიონული გამგეობების მიერ მიზნობრივი (ერთჯერადი) ფულადი დახმარება 7 558 790 ლარი გაიცა 42 740 პირზე, მათგან 17 330-მდე პირს საერთოდ არ გააჩნია სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს, რამ განაპირობა გამგეობების მიერ მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ აღნიშნულ პირებში აღმოჩნდებიან სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერები, ე.წ კოორდინატორები და ,,ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პირები. დამატებითი მოკვლევის რესურსი და მანდატი თუ რა მასშტაბისაა აღნიშნული პრობლემა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ამიტომ მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ვინც უწევს მონიტორინგს არჩევნებს, ასევე მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაინტერესდნენ აღნიშნული თემით და მოხდეს შესწავლა ამ საკითხის, მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები, იმისთვის რომ საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით აღარ იყოს დიდი კითხვის ნიშნები მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლის როლიც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქვე გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს თეონა ჭალიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა