თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - თურქეთი „სპუტნიკ V”-ის 50 მილიონ დოზას შეიძენს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრედინ კოჩა აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V”-ის 50 მილიონ დოზას შეიძენს.

მისი თქმით, თურქეთში ვაქცინების პირველი პარტია მაისის დასაწყისში ჩავა და 6 თვის განმავლობაში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ დროისათვის ვაქცინაცია Sinovac-ისა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებით მიმდინარეობს.

გამოცემა Statista-ს ინფორმაციით, „სპუტნიკ V”-ის დოზების მიღებაზე სურვილი 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შორის არიან ბრაზილია, ეგვიპტე, ჩინეთი, უნგრეთი, ინდოეთი და ირანი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა