ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების კუთხით, რეგიონში მცხოვრები ხალხის სასარგებლოდ.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და აცხადებს, რომ ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანისა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას,“- აცხადებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამასთან, მათი ინფორმაციით, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან გენოციდად მოხსენიების შესახებ საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის ახლო მეგობარი და მოკავშირეა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს ასრულებს რეგიონში კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.

„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ შეშფოთებით მიიღო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო