მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 128 მილიონს უახლოვდება. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.3 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია. ამასთან, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38%-ი ინდოეთზე მოდის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. გასული კვირის განმავლობაში ვირუსს 87 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით მეტია.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს