ჯო ბაიდენი - ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა

აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა. ბაიდენმა საკუთარი პირობა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც მისი პრეზიდენტობის 100 დღეში 100 მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, თუმცა ამ ვადაში 200 მილიონზე მეტი ადამიანის აცრა მოხერხდა.

„დიდი მადლობა თქვენ დახმარებისთვის. თქვენი დახმარებით, ჩვენ ვახდენთ ფედერალური რეზერვების მობილიზაციას და ჩვენ გვაქვს ვაქცინები, 40 000 ფარმაცევტული კაბინეტი და 700 ჯანდაცვის ცენტრი, სადაც ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი ვაქცინა. ჩემი ინაუგურაციის დროს ზრდასრული ამერიკელების მხოლოდ ერთი პროცენტი იყო აცრილი. ჩემი პრეზიდენტობის ასი დღის შემდეგ 65 წელს გადაცილებული ამერიკელების 70%-ი სრულად აცრილია“, - განაცხადა მან.

ჯო ბაიდენის თქმით, ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მიღწევაზე არ უნდა გაჩერდეს, რადგან ვირუსის დასამარცხებლად გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა