ვიოლა ფონ კრამონი - არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება, როცა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ

პრეზიდენტმა პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც 150 000 რუსი ჯარისკაცი მობილიზებული იყო უკრაინის საზღვრებსა და ანექსირებულ ყირიმში, როდესაც ოკუპირებულ დონბასის რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ბოლო ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც 150 000 რუსი ჯარისკაცი მობილიზებული იყო უკრაინის საზღვრებსა და ანექსირებულ ყირიმში, როდესაც ალექსეი ნავალნი საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოდა პუტინის ციხეში, როდესაც ჩეხეთის ხელისუფლებამ დაასაბუთა კავშირი რუსეთის სამხედრო სამსახურსა და იმ დანაშაულს შორის, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, როდესაც ჩვენი დემოკრატია და არჩევნები მუდმივ თავდასხმას განიცდის რუსეთის ჩარევისა და დეზინფორმაციის კამპანიის გზით, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ აძლევენ. პრეზიდენტო პუტინო, ნუთუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთი გააკრიტიკო და სანქციები დაუწესო? არ არის ეს და აგრესიისა და ბულინგის კიდევ მეტი ქმედებები ის, რასაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ? კოლეგებო, არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როდესაც საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა