ლევან თევზაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა.

„აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო საჩუქრები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დარიგდება”,- ნათქვამი აინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა