რუსული მედია - რუსეთის ქალაქებში უკრაინელი ნეონაცისტები დააკავეს, რომლებიც აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნის ცხრა ქალაქში უკრაინული ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფების 16 წევრი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების მოწყობასა და მასობრივ მკვლელობების განხორციელებას გეგმავდნენ.

„არსებობდა გეგმები რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ტამბოვში, პეტერბურგში, სამარასა და სარატოვში, მასობრივი მკვლელობების განხორციელების შესახებ“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული „ეფესბეს“ მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში.

მეორე დაკავებულის თქმით კი, მათი მიზანი დანების, პისტოლეტების და სხვა იარაღების გამოყენებით ქუჩებში ძალადობისა და მკვლელობების მოწყობა იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი მითითებებს უკრაინიდან, დაჯგუფება М.К.У.-ის ხელმძღვანელ იგორ კრასნოვისგან ღებულობდნენ.

იხილეთ ვიდეო:რუსული მედია - რუსეთის ქალაქებში უკრაინელი ნეონაცისტები დააკავეს, რომლებიც აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა