აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელის პოსტზე სამანტა პაუერი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სამანტა პაუერის კანდიდატურა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სამანტა პაუერს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 26 წავიდა.

„ძალიან მადლიერი ვარ სენატის მხრიდან გამოცხადებული ამ ორპარტიული ნდობის გამო და ძალიან ენერგიულად შევუერთდები USAID-ის საოცარ გუნდს დიდი საქმეების გასაკეთებლად“, - წერს პაუერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სამანტა პაუერს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ეკავა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ იგი გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, პაუერის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატად წარადგენას გეგმავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს