მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.

კერატიშვილის თქმით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გააბათილებდა ქმედებების შესაძლო ჩადენას. მოსამართლის განმარტებით, თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებათან და უნდა იცნობდნენ მათ, ამასთან, პირადი თავდები პირი აბსტრაქტული განცხადებებით არ უნდა იყოს შემოფარგლული სასამართლოს წინაშე.

კერატიშვილის თქმითვე, ვერცერთმა მათგანმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა რა ქმედებების განხორციელებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის გაკონტროლებას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი არსებობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, დაცვის მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატებმა სასამართლოში 2 000 ადამიანის ელექტორნული ხემოწერა წარადგინეს. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მოსამართლემ თავდებში მყოფ პირებს კითხვით მიმართა, პირადად იცნობდნენ თუ არა ბრალდებულებს, ან მათი ქცევის გაკონტროლებას როგორ აპირებდნენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა