ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმეებზე ზემოქმედების მუხლით ცალკე გამოძიებაა დაწყებული

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმის პროკურორის, ანა კვიჟინაძის განცხადებით, მოწმეებზე ზემოქმედების მუხლით ცალკე გამოძიებაა დაწყებული. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სანაიას და მის მეუღლეს მუქარის შემცველი შეტყობინებები ეგზავნებოდათ, სადაც უთითებდნენ, რომ სასამართლოსთვის დანაშაულის შემცველი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ.

"დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე პირადი თავდებობა წარადგინა, რომ პატიმრობა პირადი თავდებობით შეცვლილიყო. თუმცა, ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ასევე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხის გამო, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის გამო, თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება შეტყობინებებს, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ არის, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გამოძიება დაწყებულია",- განაცხადა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა