რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმე აღიძრა ადამიანის უფლებების დამრღვევი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის ფაქტზე.

"ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს ადამიანის იდენტურობასა და უფლებებს),“- განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, საქმეში ბრალდებულები ასევე არიან ნავალნის თანაგუნდელები ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა