ირაკლი ზარქუა - ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვისხდნენ, ცდილობენ, განცდა შექმნან, რომ ხალხზე ზრუნავენ, არ გამოგივათ, რომ სახე შეინარჩუნოთ

ცოტა გავოცდი - ისეთი გონორით შემოვიდა, ისეთი შემართებით, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცდილობენ, თავი გამოიძვრინონ იმის გამო, რაც 6 თვის განმავლობაში დრო დაკარგეს და ქუჩა-ქუჩა იარეს,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ, მათგან ნიშნის მოგებით და მაღალი მორალით საუბარს არ მიიღებენ.

„ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვისხდნენ. ცდილობენ, განცდა შექმნან, რომ ხალხზე ზრუნავენ და თითქოს როგორი შემართება აქვთ. გუშინ მინისტრი რომ მოვიდა, წინასწარ ვუთხარი - გაძლება მოგცეს ღმერთმა, ოპოზიციაა და ისეთი ამბავი იქნება. საერთოდ არ მოვიდა ეს ხალხი, არ გამოჩნდა. ნუთუ არ აინტერესებდათ, „კომენდანტის საათი“ გადაიწევს თუ არა, ან ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს, ის ყბადაღებული მილიონი დოზა შემოვა თუ არა. გუშინ უმრავლესობა ვიყავით ოპოზიცია ფაქტობრივად. ამის შემდეგ აქ რომ გამოხვალ და ნიშნის მოგებით, მაღალი მორალით დაგველაპარაკებით, არ მიგიღებთ. თქვენ შემოსვლის გარეშეც ამ პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, რომლითაც ხელფასს იღებთ თქვენ და თქვენი პარტიაც. ამ პარლამენტმა, მიუხედავად თქვენი არყოფნისა, დაამტკიცა მთავრობა და დღემდე სოციალურ თუ ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს ვახორციელებთ. პირველად ვეთანხმები ელისაშვილს - აქ საქმე ეხება პასუხისმგებლობის განაწილებას და არა დერეფნებში კომენტარის გაკეთებას. ამას ქუჩებშიც აკეთებდით, ხალხი ვერ აიყოლიეთ და ამიტომ შემოხვედით, იძულებული გახდით. არ გამოგივათ ახლა მცდელობები, რომ სახე შეინარჩუნოთ. გინდათ მუშაობა, მოდით დაესწარით, სიურპრიზი არ იქნება, იქნებით უფრო კვალიფიციური“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, როგორც ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყველა, ვინც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერს, საქართველოს კონსტიტუციას დაარღვევს.

„ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა