თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.

„ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა სადღაც 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ყველანაირი შეზღუდვები, ალბათ, მოიხსნება, ყველაზე ბოლოს „კომენდანტის საათი“ დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე,“- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გამოყენებული უნდა იყოს აგრესიული დარწმუნების მეთოდები. ცერცვაძემ აგრესიული დარწმუნების მეთოდების სადემონსტრაციოდ აღნიშნა, რომ ისრაელში იმ ექიმთან, რომელიც ვაქცინირებული არ არის, პაციენტების ჩაწერა არ არის დაშვებული, ავიაკომპანიები კი აუცრელ ადამიანზე ბილეთებს არ ყიდიან.

„კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა - უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. იცით თქვენ ჩვენი სიყვარული, ლტოლვა და მისწრაფება თავისუფლებისადმი. მითუმეტეს, ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც თითოეული რაღაც ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად, ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს.

ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდიდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები,“- განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია