თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურძულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო არის უსაფრთხოების არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი მიმწოდებელი ქვეყანაა.

„მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ, 2021 წელს, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიასაც უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. 1999 წლიდან მოყოლებული, ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული რჩება და აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს.

„ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ