ბულგარეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებს სთხოვა, რომ სრულყოფილი დახმარება აღმოუჩინონ ბულგარეთის ხელისუფლებას იარაღის საწყობებში მომხდარი აფეთქებების, ხანძრის დროს მტკიცებულებების განადგურებისა და ბულგარეთის სამი მოქალაქის მოწამვლის საქმეების გამოძიებაში, დამნაშავეების დასადგენად და მათი პასუხისგებაში მისაცემად”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:ბულგარეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა