ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მხოლოდ 2 690 ადამიანია ვაქცინირებული, ეს სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ 2 690 ადამიანს აქვს ჩატარებული, ეს სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის წინააღმდეგ გარკვეული მოძრაობა დაიწყო, რისი მიზანიც გაურკვეველია.

„ამჟამად სომხეთში მხოლოდ 2 690 ადამიანია ვაქცინირებული, რაც სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ხმის გაჩუმება, რომლებიც იწყებენ ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას. ვაქცინაციის პროცესი უნდა განხორციელდეს შეიარაღებულ ძალებში და ზოგადად, სახელმწიფო ორგანოებში ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ.

„კერძოდ, ტურიზმის სფეროში ქვეყნები, როგორც მიმართულებები, ამ კრიტერიუმითაც ფასდება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთში ამჟამად ვაქცინაცია „ასტრაზენეკასა“ და „სპუტნიკის“ ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს, ქვეყანა, უახლოეს მომავალში, ვაქცინას ჩინეთისგანაც მიიღებს.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მხოლოდ 2 690 ადამიანია ვაქცინირებული, ეს სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა