დიმიტრი პესკოვი - ჩეხეთისა და ბულგარეთის რუსეთის მიმართ ქმედება აჩენს სურვილს, ეს „შიზოფრენიული პოზიცია“ შეიცვალოს

ჩეხეთისა და ბულგარეთის რუსეთის მიმართ ქმედება იწვევს გაღიზიანებას, სინანულს, გაუგებრობას და ასევე სურვილს, ეს „შიზოფრენიული პოზიცია“ შეიცვალოს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პრაღისა და სოფიას ქმედებები იწვევს: ა) გაღიზიანებას, ბ) სინანულს და გ) გაუგებრობას. ასევე სურვილს, რომ ამ „შიზოფრენიულ პოზიციაში" ცვლილებები შეიტანონ,“- აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ და ბულგარეთმა უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები “ავტომატურად გაუფასურდება" და არასასურველ შედეგებს მოუტანს მათ, ვინც ასეთ ბრალდებებს წარადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს