ანონსი 30 აპრილი

ანონსი 30 აპრილი

30 აპრილს, 12:00 საათზე, მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი და 20 ივნისის დაზარალებული ლაშა შუკაკიძე, „20 ივნისის ამნისტიის“ კანონის პროქტის ანტიკონსტიტუციურობისა და მასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის თაობაზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის.: აღმაშენებლის გამზირი. 174 (მოძრაობა „სოლიდარობის“ ოფისი).

საკონტაქტო: 599 1610 15

30 აპრილს, 12:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობის “დროა” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20-მდე პირს და მათ მშობლებს შეხვდება.

მის: წნორი, თავისუფლების ქუჩის N68.

საკონტაქტო: ნინო გოგოლაშვილი - 571 929 292

30 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების შეხვედრა გაიმართება.

მის: ჭოველიძის 10.

30 აპრილს, 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გამართავს და პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილს შეიტანს, რათა დიდგორობა გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად.

საკონტაქტო: გიორგი გაბედავა - 574370473