აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურს და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რომ სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას.

„ბიუროს ახალი თავმჯდომარე სააღსრულებო სისტემაში 20 წელია, მუშაობს. ერეკლე ღვინიანიძე 2002-2012 წლებში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი, კერძო აღმასრულებელი იყო.

ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეიდან შეუდგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა