ლევან კობერიძე - ფიზიკურად ნიკა მელია იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და იდეოლოგიურად - სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერც იოცნებებდა, რომ დღეს მათი ლიდერი, ნიკა მელია აღქმულია, როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელიც ციხეშია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და იდეოლოგიურად, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგაც პარლამენტში არ შევა.

“ჩვენი ვალდებულებაა, არ დავტოვოთ ამომრჩეველი ცუდსა და უარეს არჩევანს შორის, რაც ბოლო 2-3 არჩევნებია ხდება. რეალურად, მუდმივი სატყუარაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ამ თამაშის დარღვევის შანსი იყო ის 25%, რაზეც იყო დაკვეთა, რომ ეს ორპოლუსიანობა რაღაცნაირად დაკნინებულიყო და ქართულ პოლიტიკაში ორპულუსიანობის ჰეგემონია დამთავებულიყო. ამომრჩეველმა ასე თუ ისე, გააკეთა არჩევანი და 25% მივიღეთ 2020 წლის არჩევნებში, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იმ 25%-მა თავი შეაჭმევინა პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მუდმივად მორალურ სატყუარას უკიდებდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, რომ აი, ახლა გაგვიყალბეს არჩევნები. გავიგე, მაგრამ ამ გაყალბებულ არჩევნებს დამტკიცება სჭირდება. ახლა უკვე მორალური სატყუარაც აღარ არის, იმდენს მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის დიდი ნაწილის გაუაზრებელი ან საკუთარ მერკანტილურ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებების შედეგად. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც იოცნებებდა, რომ დღეს მათი ლიდერი ნიკა მელია აღქმულია, როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელიც ციხეშია. ის დღეს მთელი ოპოზოციის ლიდერია იმიტომ, რომ ყველანი ერთად იდგნენ მიტინგზე. ფიზიკურად ნიკა მელია იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და იდეოლოგიურად სააკაშვილი. ახლა სატყუარა ცოტა ხანში გახდება ის, რომ არ განიმუხტა კრიზისი და უნდა შედგეს დიდი შეთანხმება. ევროკავშირმა იმისთვის, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ქუჩაში არ დარჩენილიყო, მაქსიმალურად შეეცადა, თავისი წნეხით რაც შეეძლო განეხორციელებინა და ოპოზიცის ეს ნაწილი პარლამენტში „შედენა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა. ისინი არც შევლენ, დარწმუნებული ვარ, მელია რომ გამოვა, თან ამნისტიის ფორმით მოუწევს გამოსვლა, ის პარლამენტში არ შევა. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი, მორალური სატყუარა იქნება, რომ დიდი შერიგება უნდა შედგეს. ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მიერ უკვე გაჟღერებული თემა, რომ მას უფლება უნდა ჰქონდეს დაბრუნდეს და საერთოდ, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. ყველა ოპოზიცია მერე ამას დაუკრავს ტაშს, თუ უჭკუოდ მოიქცევა, რადგან მანამდე არ ვფიქრობ, რომ ჭკვიანურად იქცეოდა“,- განაცხადა კობერიძემ.

გარდა ამისა, მან გუშინ, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სიტყვით გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული კითხვა არ დასმულა.

„ ამ ადამიანს სხვადასხვა მიზეზებით მალავდნენ. პანდემიაა ქვეყანაში, ვაქცინაცია ყველაზე მწვავე საკითხია, ამაზე დიდი თემა არ არსებობს დღეს. ველოდებოდი, რომ ძალიან მწვავე დისკუსია იქნებოდა, როგორც პარლამენტს შეჰფერის. ოპოზიციამ უნდა დაანახოს ამამრჩეველს, ხმა რომ მისცა „ქართულ ოცნებას“, არ იმსახურებს იმიტომ, რომ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებზე ან პასუხები არ აქვს, ან რაღაცას არასწორად აკეთებს. გუშინ გაოცებული დავრჩი, „ქართული ოცნება“ მწვავე კითხვას რომ არ დასვამდა, ისედაც გასაგები იყო, თუმცა, გაოგნებული დავრჩი“, - განაცხადა კობერიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე