ჰანს კლუგე -  შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს, ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს

დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში იდეალური შტორმი გამოიწვიოს. ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ "ძალიან მაღალია".

ჯანმო-ს წარმომადგენელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებისთვის საჭიროა ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი ზომების ერთობლიობა.

ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს