მედია - ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე დაიღუპა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე დაიღუპა, - სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ტაჯიკეთის საზღვარზე კონფლიქტის დროს რესპუბლიკის 13 მოქალაქე დაიღუპა,” - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისი თქმით, ყირგიზეთის მხრიდან 134 ადამიანია დაშავებული.

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, წყალგამანაწილებელ პუნქტ "გოლოვნოისთან" სიტუაცია 28 აპრილს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. 29 აპრილს კი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ობიექტი მათი კუთვნილებაა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალები ტაჯიკი მესაზღვრეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა კი ტაჯიკური მხარე სადავო წყლის ობიექტის ნაღმტყორცნებით გამოყენებით დაბომბვაში დაადანაშაულა.

გუშინ ყირგიზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 81 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ ორი ჯარისკაცი. ტაჯიკეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი მათი მხრიდან დაიღუპა 3 და დაიჭრა 31 ადამიანი.

გუშინ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა