ინდოეთში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების 7.7 მილიონი შემთხვევა ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან გამოვლინდა.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთი ღრმა კრიზისშია, გადატვირთულია საავადმყოფოები და მორგები. ამასთან, ქვეყანაში მედიკამენტებისა და ჟანგბადის დეფიციტია.

ინდოეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატებიდან უკვე ჩაიტანეს.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ მესაფლავეები გარდაცვლილების დასასაფლავებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. იმის გამო, რომ კრემატორიუმები გადატვირთულია, მიცვალებულების კრემაციის ადგილებს პარკებსა და მანქანების ავტოსადგომებზე კუსტარულად აწყობენ და ვირუსის ასობით მსხვერპლის კრემაციას ამ გზით ახორციელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა