პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადადო, რაშიც ისრაელი დაადანაშაულა

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინაში დაგეგმილი არჩევნების ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

მისი თქმით, ისრაელმა შექმნა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ არა ის აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელების არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჩეროთ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარება, სანამ იერუსალიმის მცხოვრებლების მონაწილეობა არ იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა აბასმა.

ჯერჯერობით უცნობია, გადაიდება თუ არა ივლისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც.

პალესტინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. აბასის ოფისის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, პალესტინის მთავრობას საკანონმდებლო არჩევნები მიმდინარე წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნები კი - 31 ივლისს უნდა ჩაეტარებინა. პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა, 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გამარჯვება მაჰმუდ აბასმა მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო