ანა ბუჩუკური - არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, კითხვებს აჩენს ცვლილებების მიზნებზე

არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა, რითიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს.

„სრულიად ლოგიკურია ასეთი კრიტიკული შეფასება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, ფართო კონსენსუსის თუ ჩართულობისა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო ცვლილებები.

რა თქმა უნდა, ამ ფორმით და მითუმეტეს, არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მითუმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს.

კარგი იქნება თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს,“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ იმედგაცრუება გამოხატა მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა