ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა განახლდა

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე, ლეილეკის რაიონში ორმხრივი სროლა განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ყირგიზულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სროლა დაახლოებით ერთი საათია გრძელდება. ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე სიტუაცია 29 აპრილს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტი ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, შეტაკებები ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც დაიღუპა 20 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. 29 აპრილის საღამოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა