ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის ინფორმაციით, იუნკერებს გამოცემა - „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა.

„ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა.

წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა“,- აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა