UNICRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ბრძოლა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ დადებითად შეფასდა

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში,რომელიც საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებს ეხება, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, UNICRI-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მიეკუთვნება ევროპაში საუკეთესო ქვეყნების რიგს. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც, არამხოლოდ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, არამედ სისტემურ დონეზე, რამაც ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრიმინალური ქსელის გავლენის თავიდან აცილებას.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არსებობს ამ სფეროში ეფექტურობის გაძლიერების საჭიროება.

UNICRI ასევე აღნიშნავს, ანგარიშის მომზადებისას საქართველოს პროკურატურის დადებით როლს გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო უკუკავშირის მიღების კუთხით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადებთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და აჩვენა თავისი ერთგულება რეფორმებისადმი.

საქართველოს პროკურატურისთვის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და UNICRI-ის კვლევაში ასახულ შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა