რუსეთში აშშ-ის საელჩო პერსონალს 75%-ით ამცირებს

რუსეთში აშშ-ის საელჩო საკონსულო სამსახურის პერსონალს 75%-ით ამცირებს, - ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული.

„ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობის ქმედებებმა გვაიძულა საკონსულოს სამუშაო ძალა 75% -ით შეგვემცირებინა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, 12 მაისიდან მოსკოვში აშშ-ის საელჩო მომსახურებების რაოდენობას შეამცირებს. კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური მიზნით მოგზაურობას შეეხება.

„არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა არადიპლომატიური მოგზაურობისთვის შეწყდება", - ნათქვამია შეტყობინებაში.

საელჩოს ინფორმაციით, რუსეთში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებსაც ვიზის ვადა ამოწურული აქვთ, ქვეყანა 15 ივნისამდე უნდა დატოვონ.

„თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე, იმყოფებით რუსეთში და თქვენი ვიზა ამოიწურა, გირჩევთ გაემგზავროთ რუსეთიდან 15 ივნისამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც არამეგობრული სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიაში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას ზღუდავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შეიქმნა „აშშ-ის და სხვა ქვეყნების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს