ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან - ეფერებიან, ეს არაა ჩემი საქმე - თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება

ოპოზიციაში ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე - ვიცი, რომ თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი.

მისი თქმით, არ იცის ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, რადგან დიდი ხანია მათთან "მოქალაქეები" აღარ არიან.

"ხან ერთად არიან, ხან - იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან - ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი, ვიცი ის, რომ მელია თუ იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება,"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა