თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცეს

ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე საწვრთნელ მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა