საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საიუბილეო ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ტარიელ მახარაშვილმა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩაელ სკარპულამ მიულოცეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სიძლიერე და წინსვლა უსურვეს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვების“ მეთაური, მაიორი რობერტ გრეივსი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, დისლოცირებული კოალიციური ძალების ქვედანაყოფების მეთაურები ესწრებოდნენ.

თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა ქვედანაყოფის სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა