ნატო-ში აცხადებენ, რომ ავღანეთიდან ძალების გაყვანა დაიწყეს

ნატო-მ ავღანეთიდან მისიის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა france24 ალიანსის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატო-ს მოკავშირეებმა აპრილის შუა რიცხვებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების გაყვანა პირველი მაისიდან დაიწყებოდა. გაყვანის პროცესი დაიწყო. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინდახედული პროცესი“, - განუცხადა ნატოს წარმომადგენელმა მედიას.

ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალიანსის ჯარების უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი ყოველ ნაბიჯზე.

„ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ ჩვენი პერსონალი ზიანისგან დავიცვათ. ძალების გაყვანის პერიოდში თალიბანის მიერ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩვენ გაყვანის დასრულებას ვგეგმავთ რამდენიმე თვის განმავლობაში“, -აღნიშნა ნატო-ს წარმომადგენელმა.

მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას პირველი მაისიდან დაიწყებდა. მალე ნატომ დაადასტურა, რომ მისიის გაყვანას აშშ-სთან კოორდინაციით განახორციელებდა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება