ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა

ევროპის ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიის (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაცია პარტიის ვეგბგვერდზეა განთავსებული.

ALDE-ს გენერალური დირექტორი იაკობ მოროზა რასმუსენი წერს, რომ ჰანს ვან ბაალენი გუშინ, საკუთარ სახლში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ჰანს ვან ბაალენი 1999-2009 წლებში იყო ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2009-2019 წლებში ევროპარლამენტის წევრი, 2009-2014 წლებში Liberal International-ის პრეზიდენტი, 2015 წლიდან კი - „ევროპის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი