ალექსეი ნავალნის შტაბები ექსტრემისტული ორგანიზაციის ნუსხაში შეიტანეს

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ორგანიზაციამ „როსფინმონიტორინგმა“ "ნავალნის შტაბები" იმ ორგანიზაციათა ნუსხაში შეიტანა, რომლებიც ექსტრემისტულ და ტერორისტულ საქმიანობაში არიან ჩართული.

ცნობისათვის, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა პროკურატურის მოთხოვნაზე, „ანტიკორუფციული ფონდის“, „მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდის“ და „ნავალნის შტაბების“ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ. სასამართლო საქმის არსებით განხილვას 17 მაისს გამართავს.

რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები სოციალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის პირობებს ქმნიან და მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი კონსტიტუციური წესრიგის შეცვლისთვის პირობების შექმნაა, მათ შორის "ფერადი რევოლუციის" სცენარის გამოყენებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს