Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1.1 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.1 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.2%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 19.7 მილიონ ადამიანს უტარდება.

ვაქცინების განაწილების ტემპით ახლა უკვე ჩინეთი ლიდერობს, სადაც 243 მილიონი დოზა გაიცა. აშშ-ში ვაქცინის 237 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში -152 მილიონი, ევროკავშირში კი 141 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 56.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა