დათო ტურაშვილი - კახი კავსაძის წასვლა საქართველოსთვის და კაცობრიობისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან ის თავისი შემოქმედებითა და ნიჭით მთელს დედამიწას ეკუთვნოდა

ძალიან დიდი ადამიანი იყო. მისი წასვლა საქართველოსთვის და კაცობრიობისთვის ძალიან დიდი დანაკლისია იმიტომ, რომ კახი კავსაძე თავისი შემოქმედებითა და ნიჭით მთელს დედამიწას ეკუთვნოდა, - ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კახი კავსაძეს შესრულებული როლების, სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი გენიალური ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ მიხარია, რომ მასთან პირადი ურთიერთობაც მქონდა და მეგობრობა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი კახი, როგორც მას უწოდებენ. მადლობა ყველა როლისთვის, ყველა სიკეთისთვის და იმ სითბოსთვის, რაც ყველას ახსოვს მისგან", - განაცხადა ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა